1. პროექტის სახელწოდება: “ქართული ტრადიციები”
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) : რა მნიშვნელობა აქვს ტრადიციებს ქართულ რეალობაში.
3. პროექტის აქტუალობა: აუცილებელია მოსწავლეებმა იცოდნენ რა ქართული ტრადიციები უდევს საფუძვლად ჩვენს სახელმწიფოს. მათ უნდა შეძლონ უცხოელ სტუმრებს მიაწოდონ ინფორმაცია ქართულ კულტურასა და ტრადიციებზე ინგლისურ ენაზე.
4. პროექტის მიზნები: 1. მოიძიონ სხვადასხვა კუთხის ტრადიციებზე ინფორმაცია. 2. ეს ინფორმაცია თარგმნონ ინგლისურ ენაზე. 3. სწორად გამოიყენონ გრამატიკული და ლექსიკური მასალა. 4. განუვითარდეთ ანალიზის უნარი.
5. მონაწილეთა ასაკი: 17–18 წელი.
6. ვადები: 1 თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან ბუკლეტს ,,ქართული ტრადიციები~ ქართულ და ინგლისურ ენებზე. ეს მასალა შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს ტურისტული სააგენტოებისათვის. ბუკლეტთან ერთად მოგროვდება ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალები.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: რვეული, კალამი, ლექსიკონი,თაბახის ფურცლები,ფერადი მარკერები, კომპიუტერი, ვიდეო კამერა, ფოტო აპარატი.
9. პროექტის მსვლელობა: კლასის დაყოფა ჯგუფებად, მითითებების მიცემა, დავალებების გადანაწილება: ერთი ჯგუფი შეაგროვებს მასალებს დასავლეთ საქართველოს კუთხეების ტრადიციებზე, მეორე ჯგუფი–აღმოსავლეთ საქართველოზე, მესამე ჯგუფი–სამხრეთ და მეოთხე ჯგუფი–ჩრდილოეთ საქართველოზე. შეგროვებულ ინფორმაციას გადათარგმნიან ინგლისურ ენაზე და მოამზადებენ პრეზენტაციას.
10. საგნებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინგლისური, ისტორია , გეოგრაფია.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ინგა გუმბერიძე
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: ingagumberidze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://ingagumberidze11.blogspot
Комментариев нет:
Отправить комментарий