პროექტის შესრულების ვადები: 1 თებერვლიდნ 1 მარტამდე. 4 ჯგუფი ყოველი კვირის ბოლოს წარმოადგენს შესრულებულ დავალებებს. მოხდება მოპოვებული მასალების განხილვა და ანალიზი. მოსწავლეებს მიეცემათ მითითებები სამუშაოს გასაგრძელებლად. თითოეული ჯგუფი შეფასდება ყოველკვირეულად.
Gumberidze Inga
воскресенье, 20 ноября 2011 г.
пятница, 18 ноября 2011 г.
ქართული ტრადიციები
1. პროექტის სახელწოდება: “ქართული ტრადიციები”
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) : რა მნიშვნელობა აქვს ტრადიციებს ქართულ რეალობაში.
3. პროექტის აქტუალობა: აუცილებელია მოსწავლეებმა იცოდნენ რა ქართული ტრადიციები უდევს საფუძვლად ჩვენს სახელმწიფოს. მათ უნდა შეძლონ უცხოელ სტუმრებს მიაწოდონ ინფორმაცია ქართულ კულტურასა და ტრადიციებზე ინგლისურ ენაზე.
4. პროექტის მიზნები: 1. მოიძიონ სხვადასხვა კუთხის ტრადიციებზე ინფორმაცია. 2. ეს ინფორმაცია თარგმნონ ინგლისურ ენაზე. 3. სწორად გამოიყენონ გრამატიკული და ლექსიკური მასალა. 4. განუვითარდეთ ანალიზის უნარი.
5. მონაწილეთა ასაკი: 17–18 წელი.
6. ვადები: 1 თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან ბუკლეტს ,,ქართული ტრადიციები~ ქართულ და ინგლისურ ენებზე. ეს მასალა შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს ტურისტული სააგენტოებისათვის. ბუკლეტთან ერთად მოგროვდება ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალები.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: რვეული, კალამი, ლექსიკონი,თაბახის ფურცლები,ფერადი მარკერები, კომპიუტერი, ვიდეო კამერა, ფოტო აპარატი.
9. პროექტის მსვლელობა: კლასის დაყოფა ჯგუფებად, მითითებების მიცემა, დავალებების გადანაწილება: ერთი ჯგუფი შეაგროვებს მასალებს დასავლეთ საქართველოს კუთხეების ტრადიციებზე, მეორე ჯგუფი–აღმოსავლეთ საქართველოზე, მესამე ჯგუფი–სამხრეთ და მეოთხე ჯგუფი–ჩრდილოეთ საქართველოზე. შეგროვებულ ინფორმაციას გადათარგმნიან ინგლისურ ენაზე და მოამზადებენ პრეზენტაციას.
10. საგნებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინგლისური, ისტორია , გეოგრაფია.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ინგა გუმბერიძე
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: ingagumberidze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://ingagumberidze11.blogspot
Подписаться на:
Сообщения (Atom)